2 კბილი ნიორი, ხახვი, პრასი და ოხრახუში გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ გაწურული, დამბალი პური, ფარში, მარილი, წიწაკა და გავაკეთოთ კაკლისოდენა გუნდები, ამოვავლოთ საფანელში და ზეთში შევწვათ, 1 კბილი ნიორი დავჩეჩქვოთ და ზეთში მოვშუშოთ ცოტა ხნით, დავუმატოთ პამიდორი და რამდენიმე წუთი ერთად ვშუშოთ, შემდეგ შევურიოთ მარილი და წიწაკა. გუფთები ჩავაწყოთ პამიდვრის სოუსში. სპაგეტი მოვხარშოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით. თეფშზე ამოვიღოთ პასტა, ზედ დავაწყოთ გუფთები პამიდვრის სოუსით, მოვაყაროთ პარმეზანი და რეჰანის ფოთლები. ჟურნალი "გემრიელია" (მაისის ნომერი)