ერთად შემწვარი კარტოფილი და სტაფილო
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

სტაფილოსთან ერთად შემწვარი კარტოფილი იდეალური გარნირია ხორცის კერძებთან.

 

ინგრედიენტები

  • სტაფილო - 450 გ
  • კარტოფილი - 6 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 1/4 ჭიქა
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
  • იტალიური სუნელები (ორეგანო, როზმარინი, ბაზილიკი) - გემოვნებით

მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

კარტოფილი და სტაფილო გაფცქვენით და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ჩაყარეთ ჯამში და მოასხით ზეითუნის ზეთი.

შემდეგ გადაიტანეთ ბოსტნეული ლითნის ფირფიტაზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და იტალიური სანელებლები.

აცხვეთ დაახლოებით 30-35 წუთი. 

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი სტაფილო ნანახია: 761