რძეში აურიეთ კვერცხი სოდა ძმრით და ფქვილი. ყველაფერი ერთად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ზეთი და კვლავ კარგად აურიეთ. შეწვით ბლინები ზეთწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. ბლინზე წაუსვი ნაღების ყველში არეული ხიზილალა და გადაახვიეთ. გემრიელად მიირთვით!