კარტოფილის პიცა ხორცით და ბოსტნეულით
დრო 45წთ
ულუფა 5
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 3-4 ცალი
  • პომიდორი - 2 ცალი
  • ყაბაყი - 1 ცალი
  • ნებისმიერი ხორცის ფარში - 200-300 გ
  • რძე - 200-250 მლ
  • კვერცხი - 3-4 ცალი
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • ყველი (მაგარი სახეობის) - 100 გ
  • მარილი
  • პილპილი
  • სასურველი სანელებლები

მომზადების წესები

გაფცქვენით კარტოფილი, გარეცხეთ, დაჭერით 2-3 სმ-ის მრგვალ ნაჭრებად. 

პომიდორი და ყაბაყიც დაჭერით წრეებად, ხახვი - ალყა-ალყა.

ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე და გახეხილი ყველი, ცოტა მარილი.

ფორმას წაუსვით ცხიმი, გაანაწილეთ კარტოფილის ფენა, შემდეგ ფარში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. 

შემდეგ ფენად გაანაწილეთ ყაბაყი, შემდეგ პომიდორი და მწვანე ხახვი.

სულ ბოლოს მოასხით კვერცხისა და რძის მასა.

აცხვეთ 180 გრადუსზე 50-55 წუთი. ბოლომდე მომზადებამდე 10-15 წუთით ადრე, გადააფარეთ ფორმას ფოლგა.

გემრიელად მიირთვით!