მწვანე ლობიოს ფხალი 30 წუთში
დრო 30წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწვანე ლობიო - (კონსერვი) 500 გ
  • ხახვი - 3 თავი
  • ნიგოზი - 1 ჭიქა (100 გ)
  • ნიორი - 2 კბილი
  • ქინძი - 1 კონა
  • ოხრახუში - 3-4 ღერი
  • ცხარე წიწაკა, წითელი - 2 ცალი
  • წითელი ღვინის ძმარი - ან ბროწეულის წვენი 1 ს/კ
  • ბროწეულის მარცვლები - მოსართავად

მომზადების წესები

მოამზადეთ სანელებელი: ამისათვის დანაყეთ ნიგოზი, ისე, რომ ძალიან წმინდად არ გამოვიდეს.

ნიორი, წიწაკა და ქინძის ფოთლები (4-5 ღერი), ოხრახუში, ნიორი და მარილი დანაყეთ ცალკე, აურიეთ ნიგოზი და გააზავეთ ღვინის ძმრით, ან ბროწეულის წვენით.

მწვანე ლობიო (კონსერვი ან მოხარშული) დააბლენდერეთ, დაუმატეთ წინასწარ მომზადებული სანელებელი და  ხელით კარგად აურიეთ.

გააფორმეთ მზა კერძი ბროწეულის მარცვლებით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ფხალი ნიგოზი მწვანე ლობიო ნანახია: 889