მოხარშეთ მაკარონი მარილწყალში. გადაწურეთ. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, მოხრაკეთ კარაქში. დაასხით ხახვს ღვინო და ხარშეთ 2-3 წუთი. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ფილე. თუშეთ ხორცი ღვინოში 7-8 წუთი. თან პერიოდულად ურიეთ. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან, დაუმატეთ ნაღები და მაკარონი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქონდარი. ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით!