დაჭერით ბადრიჯანი კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 7 წუთი, რათა წვენი გამოუშვას. დაჭერით კარტოფილი ჩხირებად და შეწვით ზეთში, გადაიტანეთ ცალკე ჭურჭლში და გააჩერეთ. მოხაკეთ პატარა კუბიკებად დაჭრილი ქათმის ხორცი ხახვთან ერთად და გადაიტანეთ ჯამში. მოწალეთ ბადრიჯანი წყალში, შემდეგ კი მოხრაკეთ ბულგარულ წიწაკასთან ერთად, დაუმატეთ პრესში გატარებული ნიორი და ხრაკეთ კიდევ 5 წუთი. ღრმა ჯამში ერთმანეთში აურიეთ შემწვარი კარტოფილი, ქათმის ხორცი და მოხრაკული ბადრიჯანი. მოაყარეთ წმინდად დაჭრილი კამა და მოასხით ლიმონის წვენი. 5 წუთში შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!