დათლილი ნუში ოდნავ მოხალეთ მშრალ ტაფაზე. გაადნეთ შოკოლადი (დაუმატეთ 1 ს/კ წყალი) მიკროტალღურ ღუმელში. მარწყვი გარეცხეთ, გაარჩიეთ და გაჭერით 2-4 ნაწილად. ათქვიფეთ ნაღები ვანილის შაქართან ერთად. გაანაწილეთ ნაღები სასურველ ჭურჭელში, ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი მარწყვი, მოასხით გამდნარი შოკოლადი და მოაყარეთ ნუშის ფანტელი. გემრიელად მიირთვით!