კვერცხის და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი. ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე და შევურიოთ კვერცხის მასას, დავამატოთ ვანილი, ლიქიორი, ჩავასხათ ფორმებში და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 40 წთ. გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 2 სთ. სერვირების წინ მოვაყაროთ 1 ჩ.კ. შაქარი და ზემოდან დავაკარამელოთ ან მსუბუქად მოვბრაწოთ გრილის საშუალებით. მოაყარეთ ჟოლო და გემრიელად მიირთვით! ეს და სხვა რეცეპტები იხილეთ ჟურნალ "გემრიელიას" ივნისის ნომერში.