რძე გავაცხელოთ, ჩავყაროთ შაქარი, ჟელატინი და გავხსნათ კარგად. დავუმატოთ ნაღები და ვანილი. კარგად ამოვურიოთ და ჩავასხათ ჭიქებში. გავაჩეროთ მაცივარში გამყარებამდე. მარწყვს დავაყაროთ შაქარი და დავაცადოთ, სანამ წვენს გამოუშვებს. მარწყვის წვენი მივიყვანოთ ადუღებამდე, შევურიოთ ჟელატინი და გადავურიოთ მარწყვებს. დავასხათ პანაკოტას მასას და ისევ შევდგათ მაცივარში. ეს და სხვა საინტერესო რეცეპტები იხილეთ ჟურნალ "გემრიელიას" ივნისის ნომერში.