ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ სვანური მარილი და მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებულ ტაფაზე ყველა მხრიდან სწრაფად შევბრაწოთ. შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ, ხორცს 0,5 ჭიქა წყალი დავასხათ და თავდახურული დავდგათ. როცა წყალი დაშრება, დავუმატოთ ცხიმი და საშუალო ცეცხლზე შევწვათ. ხორცი ნახევრად რომ შეიწვება, დავუმატოთ კარტოფილი. კერძი რომ მომზადდება, დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.