კარაქი გავადნოთ ტაფაზე, დავუმატოთ ფქვილი და ვზილოთ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მასა ოდნავ ნოტიო უნდა იყოს. შეგრილებულ ქადის გულს შევურიოთ შაქარი, ნიგოზი, ქიშმიში და მარილი. საფუარი, მარილი, შაქარი და 1 ჭიქა ფქვილი მოვათავსოთ თასში, დავასხათ თბილი რძე და ავურიოთ. დავუმატოთ იმდენი ფქვილი, რომ სქელი არაჟნის სისქის მასა მივიღოთ და ასაფუებლად ტილოგადაფარებული დავდგათ. საფუვრიან მასას რომ ბუშტუკები გაუჩნდება, შევურიოთ კარაქი, კვერცხის გულები. ფქვილი და ცომი ზეთიანი ხელებით მოვზილოთ, შემდეგ ასაფუებლად კიდევ ერთხელ დავდგათ. მზა ცომი 3 ნაწილად გავყოთ, ზედ ქადის გულსართი გადავანაწილოთ, შევკრათ ხაჭაპურივით, წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ დარჩენილი ქადის გული და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.