პაშტეტის შესანიშნავი ალტერნატივა - უგემრიელრსი ქათმის რიეტი
დრო 180წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ხორცი - 300-400 გ
  • წყალი
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • შავი პილპილი
  • სურნელოვანი პილპილი
  • თეთრი პილპილი
  • დაფნის ფოთოლი
  • როზმარინი
  • რბილი ყველი - ან მდნარი, გემოვნებით

მომზადების წესები

დაჭერით ქათმის ხორცი, მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში, დაასხით წყალი, იმდენი, რომ დაფაროს და თუშეთ დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ქვაბში 3 საათის განმავლობაში ისე, რომ არ ამოურიოთ.

თუ წყალი დააშრა, შეგიძლიათ, დაუმატოთ.

დაჭერით ყველი კუბიკებად (ყველის რაოდენობა განსაზღვრეთ თქვენი გემოვნებით). ყველი აჯობებს იყოს ნაკლებმარილიანი.

3 საათში, როცა ხორცი თითქმის ჩაიშლება, დაუმატეთ ქვაბში ყველი, მარილი, დაფნის ფოთოლი და პილპილის ნაზავი და აურიეთ.

გადაიტანეთ ხორცი ქილებში და კარგად ჩატკეპნეთ, ზემოდან დაალაგეთ როზმარინი და სხვა სასურველი მწვანილი.

შეგიძლიათ მიირთვათ მაშინვე, ან შეინახოთ მაცივარში ჰერმეტულად დახურული ქილით.

გემრიელად მიირთვით!