ჟოლოს დააყარეთ შაქრის 2/3-დი, აურიეთ და გააჩერეთ მთელი ღამით. მეორე დღეს გადაუწურეთ წვენი, რომელსაც გამოყოფს კენკრა და დადგით წვენი ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ დარჩენილი შაქარი. ადუღეთ რამდენიმე წუთი. როცა ქაფს ნაკლებად მოიკიდებს, გადმოდგით ცეცხლიდან. დაასხით სიროფი ჟოლოს და დადგით კვლავ დაბალ ცეცხლზე. როცა მურაბა წამოდუღდება, ხარშეთ კიდევ 5 წუთი და ცხელ-ცხელი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.