ტარტალეტები იოგურტით და კენკრით
დრო 30წთ
ულუფა 15
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ტარტალეტებისთვის:
  • შვრიის ფანტელი - 100 გ
  • ფქვილი - 30 გ
  • თაფლი - 40 გ
  • ქოქოსის ზეთი - 30 მლ
  • მწიკვი დარიჩინი
  • მწიკვი მარილი
გულსართი:
  • ბერძნული იოგურტი - 1 ქილა
  • სასურველი ხილი ან კენკრა - გემოვნებით

მომზადების წესები

დაფქვით შვრიის ფანტელი მსხვილად.

გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ ფქვილი და ქოქოსის ზეთი, თაფლი, დარიჩინი და მარილი.

გადაიტანეთ ცომი ტარტალეტის სილიკონის ფორმებში და კარგად ჩატკეპნეთ.

აცხვეთ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წთ.

გამომცხვარ და კარგად გაცივებულ ტარტალეტებში გაანაწილეთ იოგურტი და ზემოდან კენკრა.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კენკრა იოგურტი ტარტალეტები ნანახია: 989