გაფცქვენით ხახვი და დაჭერით. გარეცხეთ ბადრიჯანი, გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბიკებად ან მოგრძო ნაჭრებად. პატარა ჯამში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და ჩაყარეთ დაჭრილი ბადრიჯანი. გააჩერეთ ნახევარი საათით. ტაფაზე მოასხით ზეთი და მოხრაკეთ. გარეცხეთ ბადრიჯანი, გაწურეთ კარგად და დაუმატეთ ხახვს. ხრაკეთ, სანამ ბოსტნეული არ დაუბრაწება, შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და წვრილად დაჭრილი ან პრესში გატარებული ნიორი. აურიეთ ყველა ინგრედიენტი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გემრიელად მიირთვით!