თითო ბადრიჯანი გავჭრათ 5-6 ფირფიტად, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ 20 წუთი, შემდეგ გავრეცხოთ, შევაშროთ და დავალაგოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. შევდგათ ღუმელში 10-15 წუთით 180 გრადუსზე ან შევწვათ ტაფაზე .ამასობაში შევურიოთ ხაჭო და ნიგოზი, დავამატოთ მწვანილი, ნიორი, მარილი, პილპილი. დავადოთ თითო კოვზი ბადრიჯნის ფირფიტას და გადავახვიოთ. სეზონზე შეგვიძლია ბროწეულის მარცვლებიც მოვაყაროთ