ბადრიჯანი გარეცხეთ და გაჭერით შუაზე. წაუსვით გამოსაცხობ ფირფიტას ზეთი, დაალაგეთ ბადრიჯანი, მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი. შეწვით 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. პომიდორი დაჭერით კუბიკებად, დაუმატეთ დაჭრილი 3 კბილი ნიორი, მარილი, პილპილი, გახეხილი პარმეზანი, კოვზით ამოაცალეთ შემწვარ ბადრიჯანს გული, დაჭერით ისიც და აურიეთ პომიდვრის მასაში. მოათავსეთ გულსართი ბადრიჯანში, მოაყარეთ დარჩენილი პარმეზანი და შეაბრუნეთ ღუმელშ კიდევ 10 წუთით. გემრიელად მიირთვით!