ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან და 3 კვერცხის გულთან ერთად. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დააგუნდავეთ ცომი, გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით 5 სმ დიამეტრის ნამცხვრები. დაჩხვლიტეთ ნამცხვრები ჩანგლით და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე ჩაუჩხვლეტავი მხრიდან ზევით. სურვილისამებრ შეგიძლიათ გაუკეთოთ დანით ორნამენტები. წაუსვით ნამცხვრებს დარჩენილი კვერცხის გული. დაელოდეთ 5 წუთი და კვლავ გადაუსვით კვერცხი. აცხვეთ 160 გ-ზე 12-15 წუთი.