რბილი კარაქი, ვანილი და მარილი ავთქვიფოთ, დავუმატოთ პუდრი, კვერცხი და ფქვილი. მოვზილოთ ფხვიერი ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში 1 სთ. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და 20-23 სმ დიამეტრიან ყალიბში გავშალოთ ცომი (ცოტა მოვიტოვოთ ზემოდან გასაფორმებლად), ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით და გადავუსვათ გარგარის ჯემი, ზემოდან გავაფორმოთ დაჭრილი ცომის ნაჭრებით და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 40 წთ.