გაშალეთ ფენოვანი ცომის ფირფიტა, გააბრყელეთ და დაჭერით გრძელ, ბრტყელ ზოლებად. თუ სპეციალური, ლითონის მილები არ გაქვთ, გააკეთეთ ისინი ფოლგისგან და დაახვიეთ ზედ ცომის ზოლები. აცხვეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში იქამდე, სანამ მილები არ დაიბრაწება. სანამ მილები ცივდება, მოამზადეთ შვეიცარიული ბეზე: კვერცხის ცილა, შაქარი და ვანილი აურიეთ ერთმანეთში, დადგით ჯამით წყლის აბაზანაზე და კარგად ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალური სიჩქარით. სანამ თეთრ, მკვრივ მასას არ მიიღებთ. გაავსეთ გამომცხვარი და გაცივებული ცომის მილები კრემით და მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!