სტეიკს მოვაყაროთ ქონდარი, დაჭრილი ნიორი და მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან შევბრაწოთ ცოტაოდენ ზეთში. სანამ შეიწვება, ალუბალს გამოვაცალოთ კურკა. შემწვარ სტეიკს დავაყაროთ ალუბალი, მარილი და თავდახურული დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, სანამ ხორცი მომზადდება, შემდეგ დავუმატოთ წიწაკა და მივიტანოთ სუფრაზე.