სპაგეტი მოვხარშოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით. პამიდვრები შევწვათ ზეთში. ნადუღში ავურიოთ მაწონი, დანაყილი ნიორი, პიტნა, მარილი და წიწაკა. მოხარშულ სპაგეტის შევურიოთ ნადუღის სოუსი, ზედ დავაწყოთ შემწვარი პამიდვრები და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.