გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში პომიდორი და გარჩეული ნიორი. დაუმატეთ მარილი, შაქარი, სანელებლები, ზეთი. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ცალკე გაატარეთ ტკბილი წითელი წიწაკა და როგორც კი პომიდვრის მასა ადუღდება, დაუმატეთ მას. აურიეთ და გააგრძელეთ ხარშვა ადუღებიდან 20 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ძმრის ესენცია და კარგად აურიეთ. გაანააწილეთ ტომატის სოუსი გასტერილებული ქილებში ისე, რომ მაქსიმალურად პირამდე აავსოთ. მოხუფეთ, შემდეგ ამოაბრუნეთ ქილები თავსახურით დაბლა და შეფუთეთ თბილ პლედში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. გაცივებული ქილები შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.