ბანანის მაჭკატები - სუპერ გემრიელი საუზმე!
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 200 გ
  • ბანანი - 1 ცალი
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • შაქარი - გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები

გაფცქვენით, დაჭერით და ჩანგლით დაჭყლიტეთ ბანანი, დაუმატეთ ხაჭო, კვერცხი, შაქარი და კარგად აურიეთ.

დაუმატეთ ფქვილი (ან მანის ბურღული) ისე, რომ ოლადების ფორმა მარტივად მისცეთ.

შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

მიირთვით არაჟანთან ან თაფლთან ერთად...

ტეგები:
ხაჭო ბანანი ოლადები მაჭკატები ნანახია: 446