ხილი ზეფირის კრემში - იდეალური საზაფხულო დესერტი
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეფირი - 140 გ
  • ნაღები - 200 მლ
  • მარწყვი ან ჟოლო - 100 გ
  • კივი - 100 გ
  • შოკოლადი - 10 გ მოსაყრელად

მომზადების წესები

ზეფირი დაჭერით, ჩაყარეთ ბლენდერის ჭიქაში, დაასხით ნაღები და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

თუ მარწყვს იყენებთ, დაჭერით, თუ ჟოლოს - არ დაჭრათ. 

კივი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.

კერამიკის ან მინი ჭურჭელში გაანაწილეთ ჯერ მარწყვი (ან ჟოლო), მოასხით ზეფირის კრემი, ისე, რომ მთლიანად დაფაროს კენკრა.

შემდეგ გაანაწილეთ დაჭრილი კივი, მოასხით კვლავ კრემი ისე, რომ დაფაროთ კივი და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

მოათავსეთ 1 საათით მაცივარში. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!