გარგარის სამეფო მურაბა
დრო 180წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გარგარი - 1 კგ
  • შაქარი - 500 გ

მომზადების წესები

გაარჩიეთ გარგარი, გარეცხეთ, ამოაცალეთ ფრთხილად კურკა, ისე, რომ მთლიანად არ გააცალკევოთ ლებნები. შემდეგ გააცალეთ კანი.

კურკები დაამტვრიეთ და ამოიღეთ გულები. გულები ჩადეთ გარგრებში.

მოათვსთ გარგარი ცეცხლგამძლე ღრმა ჯამში. ცალკე ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით 1 ჭიქა წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე.

ურიეთ ხის კოვზით, სანამ შაქარი არ გადნება (თუ სიროფმა გამუქება დაიწყო, დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი), მიიყვანეთ სიროფი ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და მაშინვე დაასხით გარგარს. გააცივეთ და გადაღვარეთ სიროფი კვლავ ქვაბში. ისევ დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ცხელ-ცხელი კვლავ დაასხით გარგარს. ასე გაიმეორეთ მინიმუმ 3-ჯერ.

რაც მეტჯერ გაიმეორებთ ამ პროცედურას, მით გაჯერდება გარგარი სიროფით. 

ბოლოს ჩაასხით ცხელი მურაბა მომზადებულ, გასტერილებულ ქილებში, რომლებსაც სველი ჩაის ტილო ექნებათ შემოხვეული. მოხუფეთ ან დააფარეთ ჰერმეტული თავსახური. გააცივეთ, შემდეგ კი შეინახეთ მაცივარში.

 

ტეგები:
მურაბა გარგარი ნანახია: 4478