მოხარშეთ მარილწყალში მაკარონი პენე. ცალკე შეწვით ტაფაზე და ზეითუნის ზეთში დაჭრილი ქათმის ფილე მარილისა და პილპილის დამატებით. მეორე გახურებულ ტაფაზე მოთუშეთ ბოსტნეულის ხიზილალა, ტომატის სოუსი, ნიორი, შემწვარი ქათმის ფილე და თუშეთ რამედნიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ შეწვით დაჭრილი ბადრიჯანი ზეთში 2-3 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან და დაუმატეთ ქათმის ფილეს მასას. დაუმატეთ მომზადებულ მასას მოხარშული მაკარონი, ბაზილიკის ფოთლები, სანელებლები, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და თუშეთ კიდევ რამდენიმე წუთი. მოამზადეთ სოუსი ზეთისხილისგან: შავი, გამშრალებული ზეთისხილი მოათავსეთ ღუმელში 50 წუთი 180 გრადუსზე. შემდეგ დააქუცმაცეთ დანით ან ბლენდერით. მზა პასტა ღრმა თეფშზე და მოასხით ზეთისხილის პასტა. მოაყარეთ გახეხილი ყველი. და მორთეთ ოხრახუშით.