გახეხეთ ყველი მსხვილად, დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი და ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ. გაადნეთ ტაფაზე ერბო, ან დაასხით ზეთი. დაასხით ხაჭაპურის ცომი სადილის კოვზით შეწვით ორივე მხრიდან. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი. გემრიელად მიირთვით!