მოხარშეთ პასტა შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად. გადაუღვარეთ წყალი და დააბრუნეთ ქვაბში. ამასობაში დააბლენდერეთ გაფცქვნილი და დაჭრილი პამიდორი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, მარილი და პილპილი. მოასხით მიღებული სოუსი მოხარშულ მაკარონს, დაუმატეთ დაჭრილი ბაზილიკის ნახევარი და აურიეთ. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ გახეხილი ყველი და დარჩნილი დაჭრილი ბაზილიკი. გემრიელად მიირთვით!