კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. ცილას დავაყაროთ მარილი და ვთქვიფოთ. დავამატოთ შაქარიც და მოვამზადოთ მკვრივი ბეზე. ხელის სათქვეფით, მიქსერის გარეშე შევურიოთ გულები, დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი და ფრთხილად ავურიოთ. ბოლოს დავუმატოთ ცხიმს.24 – 26 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავფინოთ ქაღალდი ძირზე, წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე, სანამ გული არ გამოცხვება. სუფლე: ჟელატინი დავალბოთ ინსტრუქციის მიხედვით. მოცვი ავთქვიფოთ ბლენდერით, გავატაროთ მსხვილ საწურში მსხვილი ნარჩენების მოსაცილებლად. ნაღები ავთქვიფოთ პუდრთან და ვანილთან ერთად, ჟელატინს გადავუწუროთ ზედმეტი წყალი, გავადნოთ და შევურიოთ ნაღებს მოცვის პიურესთან ერთად.ბისკვიტი გადავჭრათ სამ ნაწილად. ფენებს შუა წავუსვათ კრემ-სუფლე და შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით. სუფლე რომ გამაგრდება, მოვამზადოთ მეორე კრემი.მეორე კრემი: შაქრითა და წყლით მოვამზადოთ სიროფი, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთი. პარალელურად ავთქვიფოთ კვერცხის გულები მიქსერით და დავასხათ მდუღარე სიროფი. ვთქვიფოთ რამდენიმე წუთი, მივიღებთ მსუბუქ, ჰაეროვან მოთეთრო მასას. შევათქვიფოთ კრემ-ყველი. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები პუდრასთან ერთად. შემდეგ შევაერთოთ ეს ორი მასა. ეს კრემი წავუსვათ ტორტს გვერდებზე და ზემოდან.. შევაბრუნოთ მაცივარში გასაცივებლად. მინანქრის დასხმამდე, კრემი კარგად უნდა გაცივდეს და ზედაპირი გაუმაგრდეს.მინანქრისთვის 4 წუთი ვადუღოთ წყალი და შაქარი. გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ოდნავ გავაგრილოთ და ჩავადნოთ შიგნით ჟელატინი. შევურიოთ ნაღები და კაკაო. გავწუროთ, გავაცივოთ და დავასხათ ტორტზე რამდენიმე ფენად.რჩევამეტი კომფორტისთვის, კარგი იქნება თუ ორ სხვადასხვა ზომის გვერდებმოსახსნელ ფორმას გამოვიყენებთ. 1 ტორტის ზომის, რაშიც გამოვაცხვეთ, სუფლეს დასხმის დროს გამოგვადგება. შემდეგ გადავიტანთ მეორე, დიდი ზომის ფორმაში, დავასხამთ მეორე კრემს და მაცივარში შევდებთ.