სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ ერთად. კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ და ბულიონში ჩავყაროთ მოსახარშად. დავჭრათ ბროკოლი და შუა ხარშვაში ჩაუშვათ ბულიონში, დავამატოთ მოშუშული ბოსტნეულიც. ძალიან დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ ხარშვა 15 წუთით. მზა წვნიანს დავამატოთ ყველი, კარგად ავურიოთ რომ ჩადნეს, შემდეგ დავაბლენდეროთ, დავაბრუნოთ ქვაბში, დავასხათ ნაღები , შევანელოთ პილპილით და მარილით. ხელახლა რომ წამოდუღდება, გამოვრთოთ.