შევარჩიოთ მწიფე, საღი ავოკადო: ის უნდა იყოს რბილი, მუქი მწვანე ფერის. გავჭრათ შუაზე, ამოვუღოთ კურკა, რბილობი კი კოვზით ამოვაცალოთ.პამიდორს გავაცალოთ კანი, თესლები და ზედმეტი სითხე. დავჭრათ წვრილ კუბიკებად. წვრილადვე დავჭრათ ხახვი, წიწაკა და ქინძი.ჩანგლით ავსრისოთ ავოკადო, დავამატოთ დაჭრილი ბოსტნეული და მწვანილი, შევაზავოთ ლიმონის /ლაიმის წვენით, მარილითა და პილპილითშეგვიძლია ბლენდერითაც ავურიოთ ყველაფერი უფრო ერთგაროვანი სტრუქტურისთვის. ზოგიერთ რეცეპტში არ გვხვდება პამიდორი, თუმცა ძალიან უხდება.მექსიკელები გუაკამოლეს სიმინდის ჩიფსებთან ერთად მიირთმევენ, თუმცა შეგვიძლია მივირთვათ როგორც ხორცთან, თევზთან, ქათამთან სოუსად, ასევე ბუტერბროდის სახით, პურზე გადასმული