ოსპი გავრეცხოთ და 30 წუთით დავალბოთ ცივ წყალში. ღრმა ტაფაში ან ქვაბში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ბეკონი და წიწაკა დავჭრათ კუბებად და დავამატოთ ტაფაში. ოსპი გადავწუროთ და ისიც დავამატოთ. კარგად ავურიოთ, დავასხათ ღვინო. ღვინის აორთქლების შემდეგ, დავასხათ ცხელი ბულიონი. დაახლოებით 35-40 წუთში ოსპი დარბილდება და მზად იქნება. მანამდე დავჭრათ ოხრახუში, გავხეხოთ ყველი და მოვამზადოთ პურის კრუტონები: დაჭრილი პურს მოვაყაროთ ქონდარი და დავბრაწოთ ღუმელში.ოსპს დავამატოთ მარილი, პილპილი, ყველის ნაწილი, ოხრახუში და კარაქი. კარგად ავურიოთ. მზა ოსპი გადმოვიღოთ თეფშებზე, მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და კრუტონები