ფქვილს შეურიეთ საფუარი, დაამატეთ რძე, კვერცხი, შაქარი, მარილი და მოზილეთ ცომი. დადგით თბილ ადგილას. როცა ამოფუვდება, ჩაზილეთ და ხელახლა ამოფუებას დაელოდეთ.ხილი გარეცხეთ, შეაშრეთ. თუ კენკრაა, პირდაპირ მოაყარეთ შაქარი, თუ დიდი ზომის ხილია, დაჭერით და შემდეგ მოაყარეთ შაქარი.აურიეთცომი პატარა გუნდებად დაყავით და გააბრტყელეთ. შუაში მოათავსეთ ხილი, გვერდები ისე გადმოუკეცეთ ცენტრისკენ რომ ხილი კი არ დაფაროთ, არამედ, მის გარშემო შემაღლება გააკეთოთ. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე და აცალეთ ხელახალი ამოფუება 15 წუთით. შემდეგ კვერცხი გადაუსვით და შედგით ღუმელში 15-20 წუთი 180-200 გრადუსზე.