ბრინჯი მოვხარშოთ, გადავწუროთ და გავაციოთ.ფარშს შევურიოთ ბრინჯი, დაჭრილი ხახვი, მწვანილი, მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ.თუ ვაზის ფოთლები ნედლია, აუცილებლად მოვწალოთ 1-2 წუთი მდუღარე წყალში. თუ დამარილებულია, 1-2 საათით დავალბოთ ცივ წყალში.ფოთოლზე დავდოთ ფარში და გადავახვიოთ. ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ან წყალში გახსნილი ტომატ -პასტა. ვხარშოთ 30-40 წუთი, ხორცის მომზადებამდე.მივირთვათ არაჟნის ან მაწვნის სოუსით