ხორცის ნაჭერი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, წავუსვათ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და ჯანჯაფილი. დავასხათ ლუდი, დავამატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და დაფნა. შევდგათ 1 ღამით მაცივარში.მეორე დღეს, ხორცი აქა-იქ ჩავჩხვლიტოთ, ჩავუდოთ ნივრის კბილები და ტაფაზე მადისაღმძვრელად დავბრაწოთ ყველა მხრიდან. გავახვიოთ ფოლგაში და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ 1 - 1.5 საათი. მომზადებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე, ფოლგა გავშალოთ და დავასხათ მარინადი, ზემოდან კი თაფლი გადავუსვათ.გარნირად მოვუმზადოთ მწვანე სალათა ბოსტნეულით