გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე. ბაგეტები სიგრძეზე ჩასერეთ ზემოდან და გულის ნაწილი ამოაცალეთ. დაჭრილი ბეკონი უცხიმო, ცხელ ტაფაზე მობრაწეთ. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი და ნაღები, დაამატეთ მარილი, პილპილი, ბეკონი, მწვანე ხახვი. შეურიეთ გახეხილი ყველი. ამოავსეთ ამ მასით ბაგეტები, დაალაგეთ საცხობ ფურცელზე და გამოაცხეთ ღუმელში 20-25 წუთი. დაჭერით და მიირთვით თბილ-თბილი