ღრმა ჭურჭელში გავადნოთ კარაქი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ, სანამ მსუბუქ ყავისფერს არ მიიღებს და ნიგვზის არომატს არ გაუშვებს. შემდეგ გავწუროთ და გავაგრილოთ.წვრილად დავჭრათ შოკოლადი.კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ და დავამატოთ ვანილი, შაქარი, თაფლი და კიდევ ავურიოთ.გავცრათ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. შემდეგ შევურიოთ მშრალი და სველი ინგრედიენტები, ავურიოთ, დავამატოთ კარაქი და კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ.ჩავამატოთ შოკოლადი, ფრთხილად ავურიოთ და გადავდოთ გვერდზე 2 საათით.გავახუროთ ღუმელი 210 გრადუსზე, მადლენების ფორმას წავუსვათ კარაქი და ფქვილი მოვაფრქვიოთ. თითოეულ ღრმულში 1 ს.კ ცომი ჩავასხათ და გამოვაცხოთ 10-12 წუთი.გამომცხვარი მადლენები მაშინვე ამოვიღოთ ფორმიდან, გავაგრილოთ და მოვაყაროთ კაკაო.გამოდის 24 ცალიმადლენების გამოცხობა მინი კექსების ფორმაშიც შეიძლება და ეს გემოზე არანაირად არ აისახება. მაგრამ ნიჟარების ფორმა, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესოა, თანაც კლასიკური მადლენი სწორედ ამ ფორმაში ცხვება