სტაფილოს რულეტი
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ორიგინალური, ეფექტური და გემრიელი რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კრემ-ყველი - 175 გ
  • კარაქი - 1 ს.კ
  • კვერცხი - 4
  • სტაფილო - 450 გ
  • კამა - 1 კონა
  • ნივრის კბილი - 1
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესები
სტაფილო გავასუფთაოთ და გავხეხოთ. მოვშუშოთ კარაქში 5 წუთით.
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე, საცხობ ფურცელზე (ზომა 20*30 სმ) დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.
გაციებულ სტაფილოს დავამატოთ კვერცხის გულები, მარილი, პილპილი და ავურიოთ. ცილა ცალკე ავთქვიფოთ ღრუბელივით, დავამატოთ სტაფილოს და ფრთხილად გადავურიოთ. 
მიღებული ცომი დავასხათ ფორმაში და დაახლოებით 10-15 წთ ვაცხოთ.
გამომცხვარი ფირფიტა გადავაბრუნოთ პერგამენტის ქაღალდზე, ის  ქაღალდი კი, რომელზეც გამოცხვა,  ფრთხილად ავაძროთ. ზემოდან ნამიანი პირსახოცი დავაფაროთ და გავაციოთ.
მოვამზადოთ გულსართი: მწვანილი (მხოლოდ ფოთლები) და ნიორი წვრილად დავჭრათ. შევურიოთ ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველს, დავამატოტ მარილი და პილპილი. მიღებული კრემი წავუსვათ ბისკვიტს და იმ ქაღალდის დახმარებით, რომელზეც გადმოვიღეთ, რულეტივიტ გადავახვიოთ. შემოვაკრათ კულინარიული ცელოფანი და გავაციოთ მაცივარში.
ტეგები:
სტაფილო კრემ-ყველი რულეტი ნანახია: 12649