ხორცი თხელ ფირფიტებად დავჭრათ და დავბეგვოთ. დავჭრათ წვრილ ზოლებად, დაახლოებით3-4 სმ სიგრძის, ტაფაზე დავასხათ ზეთი და ხორცი მოვბრაწოთ, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, ცეცხლს დავუწიოთ და მოვშუშოთ.ტომატ-პასტა გავხსნათ ცოტა წყალში და დავასხათ ხორცს. პამიდორი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. კიტრი გავხეხოთ ან წვრილად დავჭრათ. პამიდორი და კიტრი ჩავამატოთ ხორცს, თავზე დავახუროთ და გავაგრძელოთ შუშვა, სანამ ხორცი არ დარბილდება.ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილიგარნირად მოვუმზადოთ შემწვარი კარტოფილი