შევარჩიოთ ნაკლებად წვნიანი ჯიშის პამიდორი, მაგალითად, ე.წ. "ქლიავა". პამიდორი და ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ. წიწაკას ამოვაცალოთ თესლი. ნიორი გავფცვნათ. მწარე წიწაკის რაოდენობა, შეგვიძლია, გემოვნების მიხედვით შევცვალოთ. ყველაფერი გავატაროთ ხორცსაკეპში, დავამატოთ მარილი, ძმარი, ასპირინის რამდენიმე აბი და ემალის ჭურჭლით დავდგათ დასადუღებლად რამდენიმე დღე. დადუღების შემდეგ, მიღებული წვნიანი აჯიკა ჩავახათ ქილებში ან ბოთლებში