მოვზილოთ ცომი წყლითა და ფქვილით, დავამატოთ მარილიც. გავყოთ ოთხ ნაწილად და თხლად გავაბრტყელოთ. დიდ ტაფაში, დამდნარ კარაქში მოვშუშოთ ქიშმიში, სანამ არ დარბილდება და დაიბურცება.დავამატაოთ ნიგოზი და შაქარი. ფორმაშივე ავაწყოთ ნამცხვარი: ჩავდოთ ცომის 1 ფენა, წავუსვათ კარაქი, დავადოთ შიგთავსის 1/3, შემდეგ მეორე ფენა ცომი და ასე ბოლომდე. ცომის ნაპირები შევაწებოთ.ზემოდან გადავუსვათ კვერცი და დანით დავსეროთ მსუბუქად, ბადესავით.ვაცხობთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 1 საათი. ცხობის დასასრულისკენ მოვამზადოთ შაქრიანი სიროპი. ქვაბში შევურიოთ 1 ჭიქა წყალი და 1 ჭიქა შაქარი, ვხარშოთ შესქელებამდე. გამომცხვარ ნამცხვარს დავასხათ თბილი სიროპი და ღუმელში შევაბრუნოთ 1 წუთი.უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნამცხვარი საკმაოდ დიდი ზომის გამოდის, თან ძალიან ტკბილი და მსუყე, ამიტომ შეიძლება ნახევარი ულუფაც მოვამზადოთ. ძალიან გემრიელია, მით უფრო უშაქრო ჩაისთან ან რძესთან