მოხარშული კრემის პროპორციის დამახსოვრება ადვილია: ყოველ 1 კვერცხის გულზე - 100 მლ რძე, 10-10 გ შაქარი, შაქრის პუდრი და ფქვილი. შაქრის შეცვლა შეიძლება შაქრის პუდრითაც, ეს უკეთესიც კია. ხოლო ფქვილი, უმჯობესია, სიმინდის სახამებლით შეიცვალოს. ქვაბში ჩაასხით რძე, დაამატეთ შაქარი . ვანილის ჩხირის ნახევარი გადავსეროტ, გული ამოვაფხიკოთ და რძეს ჩავამატოთ. მისი არქონის შემთხვევაში, შაქრიანი ვანილი გამოვიყენოთ.დადგით ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება. დიდ თასში აურიეთ კვერცხის გულები და ფქვილი. თავიდან მასა სქელი იქნება, კარგად აურიეთროგორც კი რძე დუღილამდე მივა, გამორთეთ, სულ ცოტა აცალეთ და დაასხით გულებს, კარგად გახსენით, ენერგიულად ურიეთ რომ კოშტები არ დარჩეს. ჩააბრუნეთ კრემი ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ. კრემი არ უნდა ადუღდეს!როცა გასქელდება, ცეცხლი გამორთეთ. თუ კარაქიანი კრემი გსურთ, ამ ეტაპზე უნდა დაამატოთ კარაქი, ოდნავ გაგრილებულს და კარგად აურიოთ. თუმცა შეგიძლიათ კარაქის გარეშეც გამოიყენოთ. კრემი შესაფერისი ზომის ჭურჭელში გადაიტანეთ და თავზე, უშუალოდ კრემს, კულინარიული ცელოფანი გადააფარეთ. ასე გაციებისას ქერქს არ გაიკეთებს.რომ გაცივდება გამოიყენეთ ან მაცივარში შეინახეთ. ინახება 2-იოდე დღე.კრემის გამოყენება შეიძლება ამ სახით, ან სხვა ინგრედიენტებთან შერეულის, მაგალითად, შეგიძლიათ შეათქვიფოთ ნაღები, თხილის/ნუშის პრალინე...