ეკლერის და შუს ცომი - მარტივი და დეტალური რეცეპტი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ეკლერი და შუ ერთი და იგივე ცომით მზადდება, მათ შორის განსხვავება მხოლოდ ფორმაშია

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 200 გ
  • წყალი - 250 მლ
  • კარაქი - 100 გ
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • კვერცხი - 4

მომზადების წესები
დაჭრილი კარაქი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი და ცეცხლზე დავდგათ. მივიყვანოთ ადუღებამდე, ამასობაში კარაქი მთლიანად უნდა გადნეს.
ჩავაყაროთ ფქვილი,  ხის კოვზით სწრაფად გადავურიოთ. ცეცხლი დაბალი უნდა იყოს, რომ არ დაიწვას, თან ენერგიულად ვურიოთ. როცა ცომი მოგუნდავდება და ქვაბის კედლებს ადვილად მოსცილდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ. ცომი სხვა, ცივ  ჭურჭელში გადავიტანოთ რომ ხარშვა შეწყვიტოს, სათითაოდ შევურიოთ კვერცხები. შეგვიძლია, ეს მიქსერით გავაკეთოთ, ან ისევ კის კოვზით.

ცომი საკონდიტრო ტომარაში გადავიტანოთ, საცხობ ფურცელზე პერგამენტის ქაღალდი დავაფინოთ და სასურველი ზომის ბურთები დავსვათ. როგორც ვთქვით, იგივე ცომით შეგვიძლია ეკლერებიც გავაკეთოთ, ან რგოლები. შუს შემთხვევაში შეგვიძია პირდაპირ ორი კოვზის დახმარებით დავდოთ ცომი ქაღალდზე.

გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე. გავითვალისწინოთ საკუთარი ღუმელის თავისებურებები და ისე შევურჩიოთ ტემპერატურა. როცა გაფუვდება და ოქროსფერს მიიღებს, დაახლოებით30 წუთში, ჩხირით შევამოწმოთ მზაობა.
ტეგები:
ეკლერი შუ მოხარშული ცომი ნანახია: 129985