გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე.თუნუქის ფურცელს საცხობი ქარალდი დააფინეთ და კარაქი წაუსვით.კვერცხის ცილა ათქვიფეთ მიქსერით ნაზი ღრუბლის კონსისტენციამდე, შემდეგ დაიწყეთ შაქრის ჩამატება ნაწილ-ნაწილ. უნდა მიიღოთ მყარი, პრიალა ბეზე.შემდეგ ჩაამატეთ სიმინდის სახამებელი და ლიმონის წვენი. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, კარგად გადაანაწილეთ და შედგით ღუმელში 20 წუთით. ღია ოქროსფერს რომ მიიღებს, გამოიღეთ და გააციეთ.მაგიდაზე გაშალეთ ქაღალდი, ზედ მოაყარეთ შაქარი და კაკაო, გადმოიღეთ ბეზეს ბისკვიტი ამ ქაღალდზე, ხოლო ის, რომელზეც გამოცხვა, ფრთხილად ააძრეთ.კრემისთვის ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრთან ერთად და გადაუსვით ბისკვიტს, მოაყარეთ დაჭრილი ხილი და შოკოლადის ნაფხვენი, გადაახვიეთ რულეტივით და 1 საათი მაცივარში გააციეთ.შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სასურველი ხილი.