ნაღები და დამტვრეული შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე დავდგათ. როცა შოკოლადი ბოლომდე გადნება და ერთიან მასად იქცევა, გავაგრილოთ, ჩავასხათ ბლენდერში, ჩავამატოთ შესქელებული რძე, ვანილი და კარგად ავურიოთ. შემდეგ შევურიოთ სპირტი ან არაყი და ისევ ავურიოთ. მირთმევამდე მაცივარში ბოლომდე გავაციოთ.