საფუარი გავხსნათ ცოტაოდენ თბილ რძეში და დავდგათ 15 წუთი.თასში ჩავყაროთ ფქვილი, მარილი, შაქარი, ავურიოთ და შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება. ჩავასხათ საფუვრიანი რძე, კვერცხები და დარჩენილი რძე. მოვზილოთ ცომი. ბოლოს შევურიოთ კარაქის ნაჭრები. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი, ელასტიური ცომი. დავდგათ სითბოში 30-40 წუთი.ცომი გავყოთ ოთხად და გავაბრტყელოთ მართკუთხა ფორმით. ორ მათგანს წავუსვათ გარგრის ჯემი, ორს მარწყვის. შეგვიძლია სხვა ჯემი გამოვიყენოთ. გადავახვიოთ რულეტივით და ჩავალაგოთ კარაქწასმულ ოთხკუთხა პურის/კექსის ფორმაში ორი ძირზე, ორი ზემოდან. დავდგათ ამოსაფუებლად 40 წუთი. თავზე გადავუსვათ კვერცხის გული და ვაცხოთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.