სადღესასწაულო რულეტი
დრო 240წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხმელი ტარხუნა - 1 ჩ.კ
  • მარცვლოვანი მდოგვი - 1 ს.კ
  • ფორთოხლის წვენი - 2 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ჩ.კ
  • პაპრიკა - 1 ჩ.კ
  • თაფლი - 2 ს.კ
  • სოიოს სოუსი - 1 ს.კ
  • ნივრის კბილი - 3
  • ბატკნის რბილი - 1 კგ
  • მარილი და პილპილი
  • ქონდრის ტოტები - 4

მომზადების წესები
ნიორი ფირფიტებად დავჭრათ. ხორცს დანით ჭრილები გავუკეთოთ და ნივრის ფირფიტები ჩავუდოთ. დანარჩენი ინგრედიენტებით სოუსი მოვამზადოთ და ხორცს კარგად წავუსვათ. დავტოვოთ 2 საათი. შემდეგ ჩავდოთ შესაწვავ პაკეტში, ჩავაყოლოთ ქონდარი და შევწვათ ღუმელში 200 გრადუსზე 1 საათი. შემდეგ პაკეტი გავჭრათ და 15-20 წუთი გავაგრძელოთ წვა.