წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთში მოვშუშოთ, დავამატოთ დაჭრილი სოკო. ეს ყველაფერი შევურიოთ ფარშს, დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი, კარგად ავურიოთ და 15 წუთი დავასვენოთ.ამასობაში ფენოვანი ცომი მსუბუქად გავაბრტყელოთ, ჩავდოთ შიგნით ფარში, ცომს ნაპირები კარგად შევუკრათ, რამდენიმე ადგილას კი ნახვრეტი გავუკეთოთ, ცხელი ჰაერის გამოსასვლელად. ზედმეტი ნაპირები ჩამოვჭრათ და ზემოდან კვერცხი გადავუსვათ.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, ღუმელში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს, დაახლოებით 30 წუთი.